გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი "მწვანე სტიპენდიების" პროგრამას ახორციელებს, რომელიც გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას უწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის უწყებებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
ცენტრმა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს „მწვანე სტიპენდიების“ მოპოვების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საინფორმაციო შეხვედრებზე გააცნო.
შეხვედრები საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში გაიმართა.
2022 წელს 1500-ლარიანი „მწვანე სტიპენდია“ მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა.