პალესტინურმა სამხედრო ჯგუფებმა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პალესტინელი მამაკაცის ისრაელის ციხეში დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 22 რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ისრაელმა 4-ის ჩამოგდება მოახერხა. სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ სდეროტში 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შეგახსენებთ, პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრი ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.