გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაძლევთ სიგნალს რუსებს, როდესაც ვიწყებთ და მეორე, ამინდი ჯერჯერობით არ იძლევა მძიმე ტანკების გადაადგილების საშუალებას. უკრაინაში გაზაფხულის ტალახია“, - განაცხადა პრისტაიკომ Sky News-თან საუბარში.
მისი თქმით, უკრაინამ მიიღო იმის 98%-ი, რასაც ამ კონკრეტული კონტრშეტევისთვის ითხოვდა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კონტრშეტევისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება.