ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად კი, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 38 836 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა. ამასთან, 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.