სლოვაკეთის თასის ფინალში ბრატისლავის „სლოვანი“ „ტრანავას“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
„სლოვანის“ სასტარტო შემადგნელობაში იყო სამივე ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. შეხვედრაში ანგარიში 57 წუთზე ანდრე გრინმა გახსნა და ბრატისლაველები დააწინაურა, ვლადიმერ ვაისის გუნდი თასის მოგებასთან საკმაოდ ახლოს იყო. თუმცა 86-ე წუთზე ადულრაჰმან ტაივომ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. 98-ე წუთზე ჯაბა კანკავას შეეძლო სლოვანის წინ გაყვანა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა. მეორე ექსტრა ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც იაკუბ პაურმა გურამ კაშია სისწრაფეში დაჯავნა და „ტრნავა“ წინ გაიყვანა. მატჩის ბოლო წუთზე კი ტვარძიკმა პენალტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოოდ შეხვედრა 3:1 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი 84-ე წუთზე დატოვა, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სრული მატჩი ჩაატარეს.
„სლოვანს“ შემდეგი შეხვედრა 7 მაისს უშუალო კონკურენტთან „დუაისკასთან“ სტუმრად ელის. ქართველების გუნდი ამ მომენტისათვის ცხრილში პირველ ადგილზეა და მის მომავალ მეტოქეს ორი ქულით უსწრებს.