პარლამენტში მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე დღის წესრიგში სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოყვა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაში ადანადაულებენ. მათი თქმით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთების იმისათვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ოპოზიციონერი დეპუტატების გეგმა ახლა როგოც სასამართლოს საკითხე ისე სხვა საკითხებზე უნდა შეიქმნას, როგორიც ეგრედწოდებული ქოლცენტრების საქმეა.