მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან სიტყვით გამოსვლებით დაასრულეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საშუალო ხელფასის მინიმუმ 40 %, რაც დღეის მდგომარეობით 636-ტ ლარს შეადგენს.