30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მხარეები რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს განიხილავენ. დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ დევნილთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან.