მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებს, რომ პარტია "შორის" ლიდერი მარინა ტაუბერი კიშინიოვის აეროპორტში ქვეყნის დატოვებისას დააკავეს.
უწყების განცხადებით, ბრალდებულმა მის მიმართ დაწესებული აღკვეთის ღონისძიებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტაუბერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც საუბრობდა, რომ დაპატიმრების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა საზღვარგარეთ გაფრენას, სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით მაინც გეგმავდა.
თებერვალში მარინა ტაუბერს გამოძიება პოლიტიკური პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსებას ედავებოდა. დეპუტატს ყველა დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ მას შემდეგ მოეხსნა, რაც კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ, ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ადვოკატის საჩივარი დააკმაყოფილა.