თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. ტურნირში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა, გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები გადაეცათ. საუკეთესო მოთამაშეები, თავდაცვის ძალების ნაკრებთან ერთად, აგვისტოში საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.