And Just Like That მალე მეორე სეზონით გვიბრუნდება. სერიალის მე-2 სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა, რომელშიც ახალ სახეებთან ერთად ძველ პერსონაჟებსაც ვხედავთ. ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მე-2 სეზონში Sex and The City-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ეიდანი, ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ And Just Like That-ის პირველმა სეზონმა მაყურებელი შოკში ჩააგდო, რადგან შოუს დასაწყისშივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, მისტერ ბიგი, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მე-2 სეზონში კერის სასიყვარულო ურთიერთობები გრძელდება, რაზეც ეიდანის დაბრუნება და ტრეილერიდან მათი საერთო კადრები მიუთითებს.
Sex and The City-ის სიუჟეტის მიხედვით, ეიდანი კერის საქმრო იყო. ეიდანი, რომელსაც ისევ ჯონ კორბეტი განასახიერებს, პირველად Sex and The City-ის მესამე სეზონში გამოჩნდა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟად იქცა. პერსონაჟი Sex and The City-ის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეპიზოდურ როლშიც გამოჩნდა.
And Just Like That-ის მეორე სეზონში შარლოტას (კრისტენ დევისი), კერისა (სარა ჯესიკა პარკერი) და მირანდას (სინტია ნიქსონი) ისევ ვიხილავთ. რაც შეეხება ახალ მსახიობებს, სერიალის მე-2 სეზონში ოლივერ ჰადსონი, ვიქტორ გარბერი და გარი დურდანი მიიღებენ მონაწილეობას. And Just Like That-ის მე-2 სეზონის პრემიერა ივნისში შედგება