უნგრეთში გამართულ ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი უნგრეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 17:14 მოიგო, რაც ყველასთვის მოულოდენელი შედეგი იყო, თუმცა მთავარი მოულოდნელობა გულშემატკივარს ჯერ კიდევ წინ ელოდა. მატჩის ბოლო წუთები განსაკუთრებულად სანახაობრივი იყო, მასპინძელი ნაკრები ერთ ბურთიანი სხვაობით იგებდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ მეტოქეის შეტევა მოიგერია და ბოლო წამებზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა გიორგი ცხოვრებაძემ გამოიყენა და ისტორიაში პირველად საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოუპოვა.
ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში 6 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო აქედან ერთი ბოლო ადგილოსან ლიეტუასთან, რომელიც ანულირდა და საბოლოო შედეგად დაფიქრსირდა 3 მარცხი და 1 მოგება, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრილიყო და ისტორიული შედეგი დაეფიქსირებინა.შეგახსენებთ, რომ ხელბურთში ევრიპის ჩემპიონატი 2024 წლის 10 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით გერმანიაში ჩატარდება.