ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში სრულ მობილიზაციას გეგმავენ. ისინი მოსამართლეებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხებზე საგამოძიებო კომისიების შექმნას ეცდებიან. სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას ოპოზიცია ორი კვირაა უშედეგოდ ცდილობს. უმრავლესობა რეგისტრაციაზე უარს, მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად, საგანგებოდ ამბობს, რის გამოც, კვორუმი ვერ იკრიბება.