ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალურად ერთიანები დარჩნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.