უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირისა და ვინიცას ოლქებში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინელებს მოუწოდა არ უგულებელყონ განგაშის სიგნალი და გამოიჩინონ სიფრთხილე.