“საქართველო უპირველეს ყოვლისა” - რესპუბლიკის მოედანზე მომღერალ უცნობის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. შეკრებილებს დასკვნითი სიტყვით მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა და მოქალაქეებს მოთხოვნები გააცნო. მისი თქმით, მმართველობის პროცესში რეფერენდუმის სისტემა უნდა დაინერგოს და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. დაანონსდა სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების შექმნაც.
აქციის მონაწილეების განცახდებით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არავის გამოუვა. მათი თქმით, ისინი ეუბნებიან არას ფაშიზმს, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს, სანქციებსა და ომს.
მთავარი სცენიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ საქართველო უნდა დაფიქრდეს, უსაფრთხოები გარანტია არის რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანება თუ ნეიტრალიტეტი.
აქციას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ.
აქციის დაწყებამდე მოქალაქეებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს დიდ ეკრანზე უყურეს.