საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც ის კონსერვატორების კონფერენციას სიტყვით მიმართავს, პარტია „ლელო“ ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გრიოგოლ გეგელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ ეს კონფერენცია პრორუსული არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ღონისძიება, რომელიც უნგრეთში გაიმართება, შიშებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეფუძნება.