რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ეს წარწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე გააკეთა, რითაც რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მედიის ცნობით, ჩეხმა ლიდერმა წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა.