გრიგოლ ხანძთელისა და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
ლაშა ფარულავას განცხადებით, სამშენებლო პროექტში კორუფციიის ნიშნები იკვეთება, რადგან მშენებელი კომპანია "ქართული ოცნების" შემწირველია. მათი განცხადებითვე, მშენებლობის გამო ჩავარდნილია საავტომობილო გზა და დაზიანებულია მომიჯნავე შენობების კედლები.