აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები გამოეხმაურნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებას, რომელშიც მან მზაობა გამოთქვა, რომ სამინისტრო დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოფს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნას. მთელი დღის განმავლობაში მშობლები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილი.