საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები ფოთის, სენაკის, ხობის, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ. ასევე დღეს მოქალაქეები ირჩევენ ცაგერისა და თერჯოლის მერებს. 165 საარჩევნო უბნიდან 117 უბანში არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.