29 აპრილს ვეტერინარები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა ამ დარგში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვეტერინარიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება და მისი მიზანია ამ პროფესიის პოპულარიზაცია.