საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კონკურს „სუფთა რეგიონი - 2022“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. კონკურსის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი,“ „სუფთა მუნიციპალიტეტი,“ „სუფთა ქალაქი“, „სუფთა სოფელი/თემი,“ „ლამაზი ეზო“ და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ ფარგლებში, 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანია დასუფთავების აქციებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.