საერთაშორისო კონფერენციის “თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“ დასკვნითი სესია ჩატარდა. კონფერენციის მიზანი იმ საერთაშორისო ქსელის შექმნაა, რომელშიც სხვადასხვა კომპეტენციის სპეციალისტები გაერთიანდებიან. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა კრიზისის პრევენციაში მუზეუმებისა და მემკვიდრეობის სფეროს ორგანიზაციების პროფესიული როლის ხაზგასმაა. კონფერენცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.