სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა მიმართეს. შეხვედრის მიზანს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისკენ მიმართული მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხილვა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.