პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ინციდენტი სავარაუდოდ, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა. ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია კონსტანტინე ცომაიამ დაზიანება რითი მიიყენა, თუმცა მის ხელში რაიმე ტიპის ბასრი საგნის არსებობას პენიტენციური სამსახური კატეგორიულად გამორიცხავს. უწყება აღნიშნავს, რომ ჭრილობა პაციენტმა ფრჩხილების დახმარებით მიიღო.