ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.
მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.