გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა რეგიონული ღონისძიება სახელწოდებით "საინფორმაციო დღე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის".
მხარეებმა ჩამოთვლილ რეგიონებში მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურების საქმიანობაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ამავე სამსახურებთან თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
პროექტის ფარგლებში, ფართოვდება მიწისპირა მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელი, ასევე ინერგება ამინდის პროგნოზების თანამედროვე მოდელები.