უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორივე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.
უკრაინაში ჩასვლის შემდეგ პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა პირველად ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც რუსული რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები მოინახულეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტთან დაკავშირებით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.