სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში დეპუტატებს "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" წლევანდელი და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხიელ სარჯველაძის ორგანიზებითა წარიმართა.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაში საქართველოს პარლამენტის როლს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სამუშაო შეხვედრა აუცილებელია დასახული შედეგების მისაღწევად.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა შეკითხვებს უპასუხა და დეპუტატთა მოსაზრებებიც მოისმინა.