განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე "ერთობლივ დასაქმების ფორუმში" მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – ესენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და ამ უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები.