იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი უგოლოდ დასრულდა. ფიორენტინამ და კრემონეზემ გოლები ვერ გაიტანეს, მაგრამ ფლორენციელებს პირველი მატჩი ანგარიშით 2:0 ჰქონდათ მოგებული და ფინალის საგზურიც სწორედ იისფერებმა მოიპოვეს.
ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი ბოლომდე ითამაშა. „კრემონეზედან“ სწორედ ქართველმა მცველმა და ალექს ფერარიმ მიიღეს საუკეთესო შეფასება.
ფიორენტინა იტალიის თასის ფინალში მილანის „ინტერს“ შეხვდება. რაც შეეხება ლოჩოშვილის კრემონეზეს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა და სერია A-ში დარჩენის მიზერული შანსი აქვს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 7 ტური არის დარჩენილი.