საქართველოში დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. დიპლომატი ქართველ კოლეგას როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებაც. კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.