ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას მიმართოს.
გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო გადაყვანაზე, რაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო.