სორბონის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა წიგნი სახელწოდებით "Covid-19-ის პანდემიის არათანაბარი გავლენა კეთილდღეობაზე ევროპაში". ნაშრომის პრეზენტაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.
წიგნში მიმოხილულია პოსტკოვიდური ვითარება ევროპაში და ის, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, მათ შორის საქართველოში. ნაშრომი ინგლისურ ენაზე გამოიცა და ხელმისაწვდომია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.