27 აპრილს, ბათუმმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობა 70-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი ვაკანსია.