1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7661 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.