ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა. შმიგალის თქმით პაპთან უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილა. პრემიერ პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.