რა აკავშირებს ჩეტბოტებს, მარკეტინგს, რეკლამებს, ტექნოლოგიებსა და მეცნიერებას? დღევანდელი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, პასუხი მარტივია: მედია, განსაკუთრებით, ონლაინ. New York Times-ის უახლესი კამპანია სწორედ ჟურნალისტიკის ამ როლს უსვამს ხაზს — თეორიას, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი სხვისგან მხოლოდ მცირედითაა დაშორებული; თუ დავკონკრეტდებით, „ერთი ბმულით“.
Droga5 NY-ის ხელმძღვანელობით, კამპანია, სახელწოდებით More of Life Bought to Life, სამ ძირითად ვიდეორგოლს მოიცავს: Sneakers, Gravity და Time. თითოეული მათგანი იყენებს ტიპოგრაფიას, გრაფიკულ დიზაინს, რეკლამის სტილს, მრავალფეროვან პალიტრას…
მთლიანობაში, ახალი კამპანია ასახავს კურდღლის ხვრელის სინდრომს, რომელიც ინტერნეტმა შექმნა; და გზას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მიჰყვება სიახლეების მორევში — ერთიდან მეორეზე სწრაფად გადასვლის შესაძლებლობით.