ოკუპაცია, თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე და უკანონო დაკავებები - ეს ის თემებია, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილეს. მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ოკუპაციის შეჩერებას ითხოვდა. ამ დროისათვის რუსეთის ტყვეობაში საქართველოს 5 მოქალაქეა, რომლებიც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან.