2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის საიმპორტო ღირებულება რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის გადამცემი ქსელი 762 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიით მომარაგდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 97.5%-ით ნაკლებია.
სხვაგვარია სტატისტიკა კილოვატ-საათებში და მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან კლება აქაც აღინიშნება, მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე არაა. კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში დაახლოებით 600 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 44.1%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი რუსეთია და მასზე დაახლოებით 657 ათასი დოლარის ელექტროენერგია მოდის, მეორე ადგილზე კი დაახლოებით 105 ათასი დოლარით აზერბაიჯანია. საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია გასულ წელსაც რუსეთიდან შემოვიდა და მასში ქვეყანამ დაახლოებით 10.5 მლნ დოლარი გადაიხადა. 2022-ში მეორე და მესამე უმსხვილესი იმპორტიორები სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ