ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა.
ვიზიტორთა ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურისტული სერვისების შესახებ. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობები ვიზუალური და ხმოვანი მასალებით, რომელთა მეშვეობით ვიზიტორები ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ.
ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)-ის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, მათ შორის ტექნიკური განხორციელება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა უზრუნველყო.