"უკუღმართი სამეფო" ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერლის ლი ბარდუგოს ფენტეზის ჟანრის რომანია. წიგნი 2016 წელს გამომცემლობა Henry Holt and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა და მწერლის მიერ გამოქვეყნებული ყვავების ექვსეულის დილოგიის რიგით მეორე ნაწარმოებია.
წიგნის მოქმედება ვითარდება მეცხრამეტე საუკუნის ევროპისგან შთაგონებულ სამყაროში გრიშავერსში და მოგვითხრობს წიგნის პირველი ნაწილის ,,ყვავების ექვსეულის“ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. რომანის მთავარ გმირს კაზ ბრეკერს და მის გუნდს სახიფათო მისიის შემდეგ, ნაცვლად მსუყე ნადავლის მოხელთებისა, გადარჩენისთვის ბრძოლა ერგოთ წილად. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები, ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. ამასობაში კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემის სახელით ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ახადოს ფარდა. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან ქალაქში, რომლის ბნელი, დახლართული ქუჩები ომის ქარცეცხლში ეხვევა.
ლი ბარდუგო 1975 წელს ისრაელის ქალაქ იერუსალიმში, დაიბადა. ბავშვობის წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გაატარა სადაც ბებიასთან დაბაბუასთან იზრდებოდა. მოგვიანებით განათლება იელის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ინგლისური ენის სპეციალობით სწავლა 1997 წელს დაასრულა.
ბარდუგომ სამწერლო კარიერა სადებიუტო რომანით, ჩრდილი და ძვალით დაიწყო, ეს იყო პირველი წიგნი გრიშების ტრილოგიიდან, რომელიც გამოქვეყნდა 2012 წელს გამომცემლობა მაკმილანის მიერ. მწერლმა მისი შემოქმედება ყვავების ექვსეულის დილოგიით გააგრძელა, რომლის პირველი და მეორე რომანი 2015-2016 წლებში გამოიცა. 2017 წელს მწერალმა ახალ, დისი კომიქსების სამყაროში შეაბიჯა და ერთ-ერთ სუპერგმირ ქალ საოცრებაზე გამოსცა ნოველა. 2019 წელს კი პირველი ზრდასრულთათვის განკუთვნილი რომანი გამოაქვეყნა სახელწოდებით, მეცხრე სახლი, რომლისთვისაც ავტორს Goodreads Choice Award-ის ჯილდო გადაეცა.
ბარდუგოს ასევე აქვს ესეები და მოთხრობები მისი წიგნები ნათარგმნია 22 ენაზე და გამოცემულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.
გრიშავერსის სიუჟეტი და გმირები საფუძვლად დაედო ნეტფლიქსის სერიალს ჩრდილი და ძვალი, რომელიც მწერლის წიგნების პერსონაჟებს აერთიანებს. სერიალი 2021 წელს ნომინირებული იყო ირლანდიური კინოს და ტელევიზიის აკადემიის ცერემონიაზე, როგორ საუკეთესო ვიზუალური ეფექტების მქონე სატელევიზიო შოუ. ხოლო ლიტერატურისა და მედიის ცერემონიაზე სახელწოდებით დრაგონ ევარდზე ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო სამეცნიერო და ფენტეზის ჟანრის სერიალი.
მისი პირველი რომანი „ჩრდილი და ძვალი“ 2012 წელს გამოვიდა და სათავე დაუდო „გრიშების“ ცნობილ ტრილოგიას. ავტორს დიდი წარმატება მოუტანა დილოგია „ყვავების ექვსეულმა“.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე palitral.ge