"სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ, "სილქ როუდ რიალ ისთეითმა", "თიბისი კაპიტალის", "გალტ & თაგარტის" და "სილქ ბანკის" მხარდაჭერით საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად. მეორე 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისია ამავე წელს იგეგმება.
ობლიგაციების განთავსების შედეგად, „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
ცნობისთვის, სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელეს ერთად.
მოგეხსენებათ, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს უწობს, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“. მოვისმინოთ შეფასებები