წელს 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა 10,6 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სათამაშო ბიზნესმა ხაზინაში 34 მლნ ლარზე მეტი შეიტანა.
უფრო კონკრეტულად კი, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 16 მლნ ლარზე მეტი შევიდა, სამორინეს მაგიდიდან - 13 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან სამ-ნახევარი მლნ ლარი შევიდა ბიუჯეტში.