საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შემადინმა ესპანურ გამოცემა Eurohoops-სთან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინეტესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის კი განსაკუთრებული ყურადღება მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს დაუთმო.
"საქართველოს ნაკრებისთვის გამორჩეული ზაფხული მოდის. პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ყველანი ძალიან აღელვებულები ვართ. ხალხი ახლაც ბედნიერია იმით, რაც მსოფლიო თასის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს მოვახერხეთ. ეს, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყეს მუშაობა, რათა ფინალური ეტაპისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩემი აზრით, კარგი ნაკრები გვყავს და კონკურენცია ნებისმიერთან შეგვიძლია. ცხადია, იქ ბევრი ძლიერი გუნდი გველის უმაღლესი კლასის კალათბურთელებით, თუმცა, ჩვენც მაგარი მოთამაშეები გვყავს. იგივე შენგელია, ბითაძე და მამუკელაშვილი. ვფიქრობ, კარგ დონეზე თამაში შეგვიძლია. როგორც ყველა სხვა ტურნირზე, ახლაც პირველი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება. თუკი ის მოვიგეთ, ყველაფერი უკეთ წავა" - განაცხადა გირგი შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, რომელისაც 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზრიის სამ ქვეყანა, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირის კენჭისყრა 29 აპრილს თბილისის დროით 15:30 წუთზე გაიმართება.