ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები და პოლიტიკის ექსპერტები ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრის მნიშვნელობას აფასებენ. მათი განმარტებით, დასავლელ ლიდერებთან ვიზიტები ევროინტეგრაციის გზაზე სასურველ შედეგს მანამ არ გამოიღებს, ვიდრე ევროპის 12 რეკომენდაციის განხორციელების გეგმა და საქართველოს ხელისუფლების რეალური ნაბიჯები თანხვედრაში არ მოვა.
ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლოებში მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა იყო.