შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შვედეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულ ხუთ ადამიანს სთხოვეს ქვეყნის დატოვება იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” - წერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აქამდე, 13 აპრილს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპიონაჟში ბრალდებების გამო რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.