აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ერთ-ერტი მშობლის მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით პრეზიდენტმა შეხვედრაზე გამოთქვა მზაობა რომ ამ დაავადების მკურბალობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გადაამზადოს. ასევე მშობლების განმარტებით სალომე ზურაბიშვილი მათ მთავრობასთან უშუამდგომლებს, ვინაიდან პრეზიდენტი თვლის რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტში თანხის არსებობა, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა დაჩქარებული წესით წამლის შემოტანას უკავშირდებოდეს.