ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ კვლავ მოუწოდებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია კომისიის შესაქმნელად პარლამენტში რეგისტრაციას არ გაივლის და ამ საკითხს ჩააგდებს.
პარტია „საქართველოსთვის" წევრები სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ აუცილებელია რეგლამენტში ის მუხლი შეიცვალოს, რომელიც მსგავსი ტიპის საგამოძიები კომისიის შექმნის დროს ნებისმიერი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.